SELECT txt FROM texts WHERE info_type=0
ერ ბი ჯი

ჩვენს შესახებ


სამაუწყებლო კომპანია ”რ.ბ.ჯ” ”1 გასართობი არხი”– არის ახალგაზრდა კომპანია, რომელიც დაარსდა 2015 წელს. კომპანიამ გაიარა მოდიფიკაცია, როგორც გასართობი არხი, რომელიც ახორციელებეს ლიცენზირებული გასართობი გადაცემების ჩვენებას ქართულ ენაზე მულტპლექსპლატფორმის ბაზაზე, რაც ხელს უწყობს მის ხელმისაწვდომობას.
ინფომაცია კომპანიის დამფუძნებლების შესახებ შეგიძლიათ იხილოთ შესაბამისობის დეკლარაციაში.

კონცეფცია


სამაუწყებლო კომპანია“რ.ბ.ჯ“-ის კონცეფცია მოიცავს საოჯახო ტელევიზიის ტრადიციულ ღირებულებებს და გათვლილია ყველა ასაკის და სოციალური ფენის მოსახლეობისთვის. სამაუწყებლო კომპანია „რ.გ.ჯ”-ის მიზანია შესთავაზოს მაყურებელს მრავალფეროვანი კინო და შემეცნებით-გასართობი გადაცემები, კერძოდ სატელევიზიო თამაშები, იუმორისტული, საბავშვო, მუსიკალური, დოკუმენტური და სხვა.


ფინანსები

სამაუწყებლო კომპანია ”რ.ბ.ჯ”–ის დაფინანსების წყაროს 2016 წელს წარმოადგენდა კრძო-სამართლებრივი გარიგებიდან შემოსული თანხები და დამფუძნებლების მიერ შენატანი (სესხი).
საქმიანობის გეგმა: სამაუწყებლო კომპანიის მიმდინარე წლის საქმიანობის გეგმა დასახულია მისი კონცეფციის შესაბამისად. კომპანია მიზნად ისახავს საზოგადოების გასართობი, იუმორისტული, მუსიკალური, საგანმანათლებლო, შემეცნებითი, საბავშვო, ინტელექტუალური, დოკუმენტური და სხვა ტიპის გადაცემების ჩვენებას სატელევიზიო ეთერით.

გასული წლის საქმიანობის ანგარიში


შპს ”რ.ბ.ჯ”–ის გასული წლის საქმიანობა მიმდინარეობდა კომპანიის კონცეფციის შესაბამისად. ტელეკომპანია ახორციელებდა მაუწყებლობას მულტიპლექს პლატფორმის ბაზაზე, IPTV მაგთიკომის ქსელში და რიგ საკაბელო ოპერატორებთან.
2016 წელს გასული გადაცემების შესახებ ინფორმაცია შეგიძლიათ იხილოთ გადაცემების ანოტაციაში.

დაფინანსების წყაროები


”მაუწყებლობის შესახებ” საქართველოს კანონის 61-ე მუხლით გათვალისწინებული ინფორმაცია შპს “რ.ბ.ჯ”–ის შესახებ
ა) შესაბამისობის დეკლარაცია გამოქვეყნებულია შპს ”რ.ბ.ჯ”–ის ოფიციალურ ვებგვერდზე‐ www.1gasartobi.ge ;
ბ) მაუწყებელი არ ფლობს მაუწყებლობის სფეროში სხვა ლცენზიებს და სხვა მაუწყებლობის ავტორიაციას;
გ) მაუწყებელი არ ფლობს სხვა მაუწყებელში წილს ან აქციებს;
დ) მაუწყებელი არ ფლობს პერიოდულ ბეჭდვით გამოცემას;
ე) მაუწყებელი არ ფლობს პერიოდულ ბეჭდვით გამოცემაში წილს ან აქციებს;
ვ) მაუწყებელი არ ფლობს საინფორმაციო სააგენტოს;
ზ) მაუწყებელი არ ფლობს საინფორმაციო სააგენტოს წილს ან აქციებს;
თ) მაუწყებელი არ ფლობს სხვა საწარმოში წილს ან აქციებს.

 

 

 

 

სკანირებული საბუთები

 

 

შესაბამისობის დეკლარაცია